ქართ. II. 4.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.

ინდიკატორები

  • თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
  • დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას;
  • პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.

რესურსები