ქართ. II. 3.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

ინდიკატორები

  • აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
  • განარჩევს წინადადების მოდალობებს (თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
  • ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს;
  • სათანადოდ იყენებს კავშირებს (ან, მაგრამ...);
  • სწორად ხმარობს კითხვით სიტყვებს (ვინ? რა?), უარყოფით ნაწილაკებსა (არ, ვერ) და ნაცვალსახელებს (პირის, კუთვნილების) სათანადო კონტექსტში;
  • განასხვავებს ჩვეულებრივ (მაგ., „როგორ ხარ?“ ან „წამოდი, გთხოვ“) და თავაზიანობის გამომხატველ (მაგ., „როგორ ხართ? / ბრძანდებით?“ ან „წამობრძანდით, გთხოვთ“) ენობრივ ფორმებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები