ქართ. II. 10.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.

ინდიკატორები

  • აკვირდება მოდელს და ამოიცნობს, რა ტიპის ინფორმაციას შეიცავს ტექსტი (მაგალითად, მოსაწვევ ბარათში - ვის იწვევენ, რასთან დაკავშირებით, სად, როდის...);
  • ასახელებს მოდელის კომპოზიციურ თავისებურებებს (როგორ არის ინფორმაცია ორგანიზებული);
  • თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;
  • ადგენს ტექსტს მოდელის მიხედვით;
  • შედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და,  საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები