ქართ. I. 5.

I კლასი

მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
  • ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;
  • მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე ამოიცნობს იმ სიტყვებს, რომლებიც შეიცავს წინასწარ მითითებულ ბგერას/ზეპირ მარცვალს;
  • მარცვლების რაოდენობას წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი (მაგ., ერთმარცვლიან სიტყვას ერთი რკალით ½, ორმარცვლიანს - ორი რკალით ½½ და ა.შ.);
  • ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) და სიმბოლურად გამოსახავს მას (მაგ., სამმარცვლიანი სიტყვის გამომხატველი სამი რკალიდან აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს);
  • მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას (მაგ., წითელქუდა ბებიასთან წავიდა – სამი ხაზი: ________ ________   ___________);
  • სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
  • განარჩევს მსგავსი ჟღერადობის მარცვლებს/სიტყვებს;
  • სიტყვის სათანადო მარცვალში პოულობს ბგერის ადგილმდებარეობას (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში). 

რესურსები