ქართ. 1. 6.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.

ინდიკატორები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს[1];
  • ადარებს სხვადასხვა სიტყვის ორთოგრაფიულ ხატებს, პოულობს საერთო მარცვლებს, ასოებს;
  • ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
  • სიტყვათა ჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს;
  • ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
  • სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
  • ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
  • ცნობს ანბანის ყველა ასოს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები