ქარ. VI. 12.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები

ინდიკატორები

  • უდარებს წაკითხულ ნაწარმოებს მის ეკრანიზებულ და თეატრალიზებულ ვერსიებს;
  • ქმნის მისთვის საინტერესო პერსონაჟის წარმოსახვით პორტრეტს;
  • ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის პერსონაჟის/პერსონაჟების ვებ-გვერდს / პროფილს სოციალური ქსელებისათვის;
  • ამ მიზნით ამოკრებს და ახარისხებს შესაბამის ინფორმაციას ტექსტიდან; მოიძიებს და შეარჩევს ვიზუალურ მასალას ინტერნეტით და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შეარჩევს ფოტოებს საოჯახო ალბომებიდან, რეპროდუქციებს და სხვ.;
  • წარმოიდგენს და აღწერს წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ერთი ეპიზოდის ამსახველ სცენას წარმოსახვითი ფილმისათვის/მულტფილმისათვის სარეჟისორო სცენარის სახით (აღწერს შერჩეულ ეპიზოდში მოთამაშე მსახიობების / ნახატი გმირების გარეგნობას, კოსტუმებს, გამოყენებულ მუსიკას, ხმაურს და/ან სხვა ბგერით ეფექტებს; დროსა და სივრცეს, სადაც ვითარდება მოქმედება და სხვ.);
  • სხვადასხვა გამომხატველობითი საშუალებების (კარიკატურების, აპლიკაციების, ფოტოებისა და ა.შ.) გამოყენებით შეადგენს მარტივი სახის რეკლამებს წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით; გაიაზრებს იმ უპირატესობებს, რისი აფიშირებაც სურს რეკლამის საშუალებით (მაგ., სპორტული მოედნის რეკლამაში წინა პლანზე წამოწევს მის ადგილმდებარეობას: სკოლასთან ახლოსაა და, ამდენად, ყველა ბავშვისთვის მოსახერხებელია...);
  • მიზნობრივი ტექსტების შესადგენად ინტეგრირებულად იყენებს სხვა დარგებში შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს (განსაკუთრებით, რეკლამისა და პლაკატის დასამზადებლად);
  • თხზავს და სპეციფიკური წესების დაცვით აფორმებს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო და ადმინისტრაციულ ტექსტებს (მაგ.,  კონკრეტული პირის სახელზე დაწერილ მოკლე ანგარიშს, ახსნა-განმარტებით ბარათს, საინფორმაციო განცხადებას და სხვ.).

რესურსები