ქ. მ. X. 7.
X კლასი
მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით მხატვრული ტექსტის გაანალიზება.
ინდიკატორები
- ამოიცნობს სხვადასხვა ხასიათის/სახის ტექსტის სტილურ და ენობრივ მახასიათებლებს (მაგ., საგაზეთო პუბლიკაციებში - მკითხველისადმი უშუალო მიმართვა, დარწმუნებისა და ზემოქმედების ხერხები, რესპონდენტების აქტიური ჩართვა, კითხვითი და ძახილის წინადადებების ხშირი გამოყენება, სხვათა ნათქვამის გამოყენება; შემეცნებით ტექსტში - ინფორმაციის წყაროების მითითება, სხვისი სიტყვების ჩართვა, სპეციალური ტერმინების გამოყენება, ზმნების სიმცირე და არსებითი სახელების სიჭარბე და სხვა);
- ამოიცნობს სიტყვებსა და ფრაზებს, რომლებიც ქმნის განწყობას ნაწარმოებში;
- კონკრეტულ ენობრივ ნიშნებზე დაყრდნობით მიუთითებს, გვხვდება თუ არა ტექსტში ავტორისეული მეტყველება და მოვლენების ავტორისეული შეფასება;
- ამოიცნობს და განმარტავს პერსონაჟის სახის შექმნის ხერხს/გზას (მაგ., ავტორისეული დახასიათება, პორტრეტი, მეტყველება, ქცევა, ურთიერთობა და სხვა).