ქ. მ. X. 5.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით არამხატვრული ტექსტის გაანალიზება.

ინდიკატორები

  • მსჯელობს ტექსტის გრაფიკულ-გამომსახველობითი საშუალებების ეფექტურობაზე; აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას  (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექსტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
  • მსჯელობს, რამდენად შეესაბამება ტექსტის სტრუქტურა მიზანს;
  • ამოიცნობს და განმარტავს სათანადო ლოგიკურ და ქრონოლოგიურ მარკერებს (მაგ., მიზეზშედეგობრივი კონსტრუქციები, პირობითი წინადადებები, დროთა თანამიმდევრობისა და ლოგიკური ურთიერთმიმართების გამომხატველი სიტყვათშეხამებები და სხვა);
  • განსაზღვრავს,  რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი/ირიბი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის ეფექტურობაზე;
  • ამოიცნობს და განმარტავს, რატომ არის თხრობა I ან III პირში;
  • I პირში მონათხრობი გადაჰყავს III პირში და მსჯელობს მიღებულ ეფექტზე.

რესურსები