ქ. მ. VI. 2.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია ზეპირი განცხადებების, მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, შეტყობინებების, მარშრუტის გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს,  სად არის გაკეთებული განცხადება (სადგურში, თვითმფრინავში, სტადიონზე, სკოლაში, სუპერმარკეტში, მეტროში, ქუჩაში და სხვა);
  • ამოიცნობს განცხადების თემას/მიზანს (რეკლამირება, გაფრთხილება, რეკომენდაციების/რჩევების მიცემა, მარშრუტის ახსნა და სხვა);
  • ამოიცნობს ადრესატს (ვისთვის არის განკუთვნილი შეტყობინება, განცხადება);
  • ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (სასკოლო ღონისძიების დრო და ადგილი, დაკარგული ნივთის მახასიათებლები, სურსათის ფასი, გამგზავრების დრო, უსაფრთხოების წესები, დანიშნულების ადგილი და მიმართულება და სხვა);
  • ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებსა და მათ თანამიმდევრულობას (მაგ. ჯერ მარჯვნივ გაუხვიე, შემდეგ ქუჩა გადაკვეთე და იარე პირდაპირ და სხვა).

რესურსები