მუს.VIII.8.
VIII კლასი
მოსწავლეს აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
ინდიკატორები
- განასხვავებს მუსიკალურ სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
- მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურისა და ეპოქის შესახებ კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების გაცნობით;
- საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული მუსიკალური განწყობილების, კომპოზიტორის ჩანაფიქრის გამოხატვა მუსიკალური გამომსახველობის სხვადასხვა ხერხის საშუალებით;
- განიხილავს მუსიკის როლს ხელოვნების სხვა დარგებისთვის.