მუს.VIII.6.
VIII კლასი
მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება.
ინდიკატორები
- შეარჩევს მისთვის საინტერესო მუსიკალურ ნაწარმოებს / შემსრულებელს /კომპოზიტორს;
- მოიძიებს და ამუშავებს ინფორმაციას მუსიკალური ნაწარმოების, კომპოზიტორის, შემსრულებლის შესახებ;
- წარადგენს მოძიებულ ინფორმაციას, საკუთარ შთაბეჭდილებას მუსიკალური ნაწარმოების, ამა თუ იმ მუსიკოსის შესახებ;
- მოიძიებს მუსიკალურ (აუდიო-ვიდეო) მასალას, საჭირო აპარატურას და იყენებს მას პრეზენტაციის დროს.