მუს.VII.8.
VII კლასი
მოსწავლე აღიქვამს მუსიკას, როგორც ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებას.
ინდიკატორები
- მსჯელობს მუსიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში (საგალობელი, ნანა, მწყემსის სალამური, მრავალჟამიერი...);
- აცნობიერებს, რომ მუსიკა ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში;
- მუსიკის ერთობლივი მოსმენა ადამიანებში მსგავს განცდებს ბადებს;
- საუბრობს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია;
- მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი მუსიკის გაცნობით;
- მსჯელობს, როგორ გამოიყენება მუსიკა სხვა სფეროებში – კინო, თეატრი, საინფორმაციო საშუალებები.