მუს.VI.1.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში  მონაწილეობა.

ინდიკატორები

  • ერთსა და იმავე მელოდიურ საქცევს აჟღერებს მაჟორსა და მინორში;
  • მაჟორული და მინორული სამხმოვანების ბგერებზე თხზავს რიტმულ და ინტონაციურ მოდელებს;
  • სიმღერით აბოლოებს მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ დაწყებულ მელოდიას, უპასუხებს მუსიკალურ ფრაზას;
  • მღერის ინტერვალებს ოქტავის ფარგლებში;
  • განსაზღვრავს მისთვის ნაცნობი სიმღერის საწყის ინტერვალს;
  • ნასწავლ ლექსს შეურჩევს/შეთხზავს მელოდიას;
  • მოცემულ მელოდიურ საქცევს მღერის სხვადასხვა საფეხურიდან (დიატონური სეკვენცია);
  • ტაშით/კაკუნით და სიმღერით წარმოადგენს  მისთვის ნაცნობ ორ- და სამწილადი სტრუქტურის მელოდიებს;
  • თანაკლასელებთან მონაცვლეობით ტაშით ქმნის რიტმულ კომპოზიციებს; 
  • გაბმულად შესრულებულ რიტმულ ფიგურას, ჰარმონიულ თანმიმდევრობას სიმღერით უხამებს სხვადასხვა მელოდიურ ხმას, რიტმულ ფიგურას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები