მუს.VI. 3.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს და გადმოსცეს მისთვის საინტერესო განწყობილება,  სიუჟეტი, თემა.

ინდიკატორები

  • სხვებთან ერთად გაითამაშებს მარტივ სცენებს კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოების / ფრაგმენტის განწყობილების გამოხატვის მიზნით;
  • პანტომიმით გამოხატავს გარკვეულ განწყობილებას;
  • ისმენს თანაკლასელთა აზრს საკუთარ შესრულებაზე;
  • აფასებს თანაკლასელთა მიერ შესრულებულ თეატრალურ ეტიუდს;
  • პერსონაჟის ხასიათს უსადაგებს მუსიკალურ ფრაგმენტს;
  • კონკრეტულ ამბავს, სიუჟეტს უსადაგებს მისთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს და შეძლებისდაგვარად გაითამაშებს მას იმპროვიზებული ტექსტის გამოყენებით;
  • კონკრეტული მუსიკალური ფრაზების საკრავებს შორის გაჟღერებისას ქმნის ტექსტურ დიალოგს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები