მუს.V.1.
V კლასი
მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების და საკრავების გამოყენება იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.
ინდიკატორები
- განასხვავებს მაჟორსა და მინორს;
- მღერის მაჟორულ და მინორულ სამხმოვანებას;
- სიმღერით აბოლოებს მასწავლებლის ან თანაკლასელის მიერ დაწყებულ მელოდიას, უპასუხებს მუსიკალურ ფრაზას;
- სიმღერით იმეორებს ინტერვალებს ოქტავის ფარგლებში;
- ნაცნობ სიმღერას უცვლის ტექსტს;
- ნაცნობ მელოდიას მღერის სხვადასხვა ტონალობაში (სხვადასხვა სიმაღლეზე);
- ამოიცნობს ღიღინით, სხვა ტექსტზე, ინსტრუმენტზე შესრულებულ ნაცნობ სიმღერას;
- განასხვავებს ორ- და სამწილად მეტრს მუსიკის მოსმენის დროს;
- უცვლელი მეტრის პირობებში ტაშით ან კაკუნით წარმოადგენს სხვადასხვა რიტმულ ნახაზს;
- თანაკლასელთა მიერ გაბმულად გაჟღერებულ ტონს (ოსტინატო), მარტივ რიტმულ ფიგურას უხამებს საკუთარ ან სხვა (საკრავი, კაკუნი და სხვ.) ხმას, მელოდიურ საქცევს, რიტმულ ფიგურას;
- თანაკლასელებთან ერთად უკრავს სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან შემდგარ “ანსამბლში”, “ორკესტრში”.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები