მუს.IX.9.
IX კლასი
მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
ინდიკატორები
- ახასიათებს სტილებს კულტურისა და ეპოქის მიხედვით;
- საუბრობს ხალხური მუსიკის სოციალურ დანიშნულებაზე (ყოფასთან კავშირი, კოლექტიური შემსრულებლობა, ზეპირი გადაცემის ტრადიცია, ანონიმურობა, მუდმივი ცვალებადობა);
- აცნობიერებს პროფესიული მუსიკის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ კომპონენტებს: კომპოზიტორი, შემსრულებელი, მსმენელი;
- მსჯელობს მუსიკის როლზე ხელოვნების სხვა დარგებში;
- ადარებს მუსიკასთან დაკავშირებულ ტრადიციულ და თანამედროვე პროფესიებს – პროდიუსერი, რეჟისორი, დიჯეი, ხმის ოპერატორი;
- ახასიათებს თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და მათ ზეგავლენას მუსიკალურ ხელოვნებაზე;
- განმარტავს, როგორ შეუძლია გამოიყენოს მუსიკის შესწავლით მიღებული ცოდნა და უნარები სხვადასხვა პროფესიაში;
- იკვლევს მუსიკის გავრცელების/გადაცემის საშუალებებს (მომღერალთა ოჯახები, მგალობელთა სკოლები... სანოტო დამწერლობის სხვადასხვა სისტემები, მაგალითად, ქართული ნევმური დამწერლობა...) სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში;
- მსჯელობს საზოგადოების ცხოვრებაში მუსიკის როლის შესახებ კონკრეტული ნიმუშების მაგალითზე (ჰიმნის როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის; დ. შოსტაკოვიჩის VII სიმფონია ლენინგრადის ბლოკადის დროს; \\\\\\\"მარსელიეზა\\\\\\\" საფრანგეთის რევოლუციის დროს; “შავლეგო”, “ჩემო კარგო ქვეყანავ” 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს...).