მუს.IV.1.

IV კლასი

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების გამოყენება   იმპროვიზაციულ სავარჯიშოებში.  

 

ინდიკატორები

  • მუსიკის მოსმენის დროს განასხვავებს მაჟორსა და მინორს;
  • მღერის უახლოეს ბგერებს ტონიკის გარშემო (ტონიკური ბგერის შემომღერება);
  • სიმღერით იმეორებს ინტერვალებს კვინტის ფარგლებში;
  • ნაცნობ მელოდიას შეურჩევს ტექსტს;
  • ნაცნობ მელოდიას მღერის  ნელა - ჩქარა (ტემპი), ხმამაღლა - ხმადაბლა (ხმოვანების სიძლიერე);
  • არკვევს, ფორტეპიანოს რომელ რეგისტრში ჟღერს მუსიკალური ფრაგმენტი;
  • ამოიცნობს ინსტრუმენტზე, ღიღინით, სხვა ტექსტზე შესრულებულ ნაცნობ მელოდიას;
  • სიმღერის შესრულების/ მუსიკის მოსმენისას გამოყოფს მახვილებით ძლიერ დროს;
  • უცვლელი მეტრის პირობებში ტაშით ან კაკუნით წარმოადგენს სხვადასხვა რიტმულ ნახაზს;
  • თანაკლასელთა მიერ გაბმულად გაჟღერებულ ტონს, მარტივ რიტმულ ფიგურას (ოსტინატო) უხამებს საკუთარ ან სხვა ხმას (კაკუნი, საკრავი) მელოდიურ საქცევს, რიტმულ ფიგურას;
  • თანაკლასელებთან ერთად \"უკრავს\" სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან შემდგარ “ანსამბლში”, “ორკესტრში”.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები