მუს.III.7.
III კლასი
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების მიმართ.
ინდიკატორები
- ამოიცნობს და ასახელებს ნაცნობ მელოდიას/მუსიკალურ თემას;
- მოსმენისას ტაშით, სიმღერით, მოძრაობით, ცეკვით აჰყვება მუსიკას;
- ახასიათებს კონკრეტულ მუსიკალურ ფრაგმენტს მელოდიის, ტემპის, ხმოვანების სიძლიერის, მეტრის მიხედვით;
- განასხვავებს ვოკალურ და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს;
- იმეორებს მუსიკალურ საქცევს, მელოდიას, დამახასიათებელ რიტმულ ნახაზს, “დირიჟორობს” მოსმენისას;
- მუსიკით გამოწვეულ განწყობილებას, ემოციას გადმოსცემს ნახატში.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები