მუს.III.3.
III კლასი
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
ინდიკატორები
- ხმის, მოძრაობის, ცეკვის, მიმიკის, ჟესტის, თამაშის საშუალებით გამოხატავს ამა თუ იმ განწყობილებას;
- გამოხატავს ამავე განწყობილებას ინსტრუმენტთან შეხების, ხმაურის, ტაშის, ნახატის საშუალებით;
- გაითამაშებს სხვებთან ერთად რაიმე ამბავს მუსიკალური ნაწარმოებიდან მიღებული განწყობილების გადმოსაცემად;
- გაითამაშებს მარტივ ეტიუდებს შესაბამისი იმპროვიზაციული ტექსტის დამატებით;
- სხეულის მოძრაობით გადმოსცემს მუსიკით გამოწვეულ ემოციას.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები