მუს.III.1.

III კლასი

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათიგამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.  

ინდიკატორები

  • განასხვავებს მუსიკალური ბგერის ხანგრძლივობას გამღერების, ინსტრუმენტზე დაკვრის დროს;
  • განასხვავებს ნელ და ჩქარ შესრულებას, ხმამაღალ და ხმადაბალ ხმოვანებას მუსიკალური ფრაგმენტების მოსმენისას;
  • განასხვავებს რეგისტრებს სხვადასხვა სიმაღლეზე გაჟღერებული მუსიკალური ფრაზის მოსმენისას (მაღალი – დაბალი);
  • განასხვავებს ორ და სამწილად მეტრს ცეკვის, მოძრაობის საშუალებით (ვალსი, პოლკა);
  • მუსიკის მოსმენისას, სიმღერისას გამოყოფს მახვილებით ტაქტის ძლიერ დროს;
  • თანაკლასელებთან ერთად აჰყვება მუსიკას, \'\"უკრავს\" სხვადასხვა რიტმულ ნახაზს სათამაშო ინსტრუმენტებისა და ყოველდღიური მოხმარების საგნებისგან შემდგარ “ანსამბლში”, “ორკესტრში”.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები