მუს.I.1.

I კლასი

მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ენის ნასწავლი ელემენტების ამოცნობა და მათი გამოყენება რიტმულ-ინტონაციურ სავარჯიშოებში.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს გარემოში მუსიკალურ და არამუსიკალურ ბგერებს;
  • განასხვავებს ხმამაღალ და ხმადაბალ ხმოვანებას;
  • აჟღერებს ხმას, ინსტრუმენტს ხმამაღლა და ხმადაბლა, ხანგრძლივად და წყვეტილად, მოკლედ;
  • ერთ ტონზე სიმღერით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს, ცვლის ბგერათსი­მაღ­ლეს;
  • განასხვავებს რიტმულ და არარიტმულ კაკუნს;
  • ტაშით, კაკუნით იმეორებს მარტივ რიტმულ ნახაზს;
  • ტაშით, ფეხის დარტყმით გამოყოფს ტაქტის ძლიერ დროს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები