მუს. VII .5.
VII კლასი
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.
ინდიკატორები
- საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენით გამოწვეულ შთაბეჭდილებაზე;
- განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს (ოპერა, ბალეტი, სიმფონია, ინსტრუმენტული კონცერტი...), სტილს (კლასიკური, ხალხური, თანამედროვე);
- მოსმენის დროს ახასიათებს მუსიკის გამომსახველობით საშუალებებს;
- საუბრის დროს იყენებს მუსიკალურ ტერმინოლოგიას;
- ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.