მუს. IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს  შეუძლია მუსიკალურინაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი  მხარეების დახასიათება.

ინდიკატორები

  • ნასწავლ ნაწარმოებებს ადარებს  ერთმანეთს – ჟანრი, სტილი, ეპოქა, ავტორი;
  • ნაწარმოებების შედარების საფუძველზე განასხვავებს ავტორის ხელწერას;
  • ადარებს სხვადასხვა შესრულებას და საუბრობს  ”ინტერპრეტაციაზე”;
  • საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების სახეობრივ შინაარსზე (ლირიკული, დრამატული, ეპიკური, გმირულ-დრამატული, სკერცოზული, გროტესკული და ა.შ.);
  • საუბრობს მუსიკალური ნაწარმოების კომპოზიციურ აგებულებაზე;
  • მსჯელობს ხალხური სიმღერის მახასიათებლებზე (დიალექტი, ჟანრი, თემატიკა, შემსრულებელთა შემადგენლობა).

რესურსები