მოქ.X.9.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია   გააანალიზოს საქართველოში თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის სისტემის განვითარების პროცესი

ინდიკატორები

  • რომელიმე სამართალდამცავი სახელმწიფო ორგანოს (მაგ: პოლიცია, სასამართლო, სახალხო დამცველი ან სხვა) ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მაგალითზე განიხილავს მათ უფლებამოსილებას, დანიშნულებას (ან მიზნებს) და საქმიანობას მართლწესრიგის დაცვაში; აფასებს არსებული პრაქტიკის ნაკლოვან და წარმატებულ მხარეებს;
  • დროის სკალაზე აღნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის განვითარებისთვის რამდენიმე (3-5) მნიშვნელოვან მოვლენას; მსჯელობს თითოეული მოვლენით გამოწვეულ შედეგებზე; ავლებს პარალელებს იმავე პერიოდის სხვა სახელმწიფოებთან (მაგ.: მეზობელი ქვეყნები, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ აზია ან ამერიკა);
  • მსჯელობს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და I კონსტიტუციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის; ასახელებს კონსტიტუციური მემკვიდრეობითობის დამადასტურებელ ფაქტებს და აანალიზებს ცვლილებებს (მაგ.: სახელმწიფო მოწყობა, მმართველობა, საარჩევნო სისტემა და ა.შ.); ავლენს საკუთარ დამოკიდებულებას მომხდარი ცვლილებების მიმართ;
  • საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის განხილვისას მსჯელობს მისი მიღების წინაპირობებსა და შედეგებზე; საკუთარ მოსაზრებებს ჩამოწერს ცხრილის სახით;
  • ასაბუთებს თვითმმართველობის განვითარების მნიშვნელობას საქართველოს სახელმწიფოსათვის;
  • გამოთქვამს საკუთარ აზრს სახელმწიფოს დემოკრატიულობისა და სუვერენულობის შესახებ; ირჩევს საქართველოს მსგავს (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით) რომელიმე სახელმწიფოს და ადარებს მას საქართველოს, აღნიშნული ორი ნიშნის მიხედვით; გამოყოფს მსგავსებასა და განსხვავევებს;
  • შეისწავლის საქართველოს სახელმწიფო მმართველობის თანამედროვე სისტემას (სტრუქტურას, მისი ნაწილების ფუნქციებსა და ურთიერთკავშირს); ადარებს საქართველოს წარსულში არსებულ მმართველობის სისტემებს დემოკრატიულობისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით; მუშაობის შედეგებს წარუდგენს თანაკლასელებს განსახილველად.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები