მოქ.X.6.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები

ინდიკატორები

  • ახასიათებს საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების პირობებს და უკავშირებს მრავალფეროვნების ნიშნებს;
  • აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და ურთიერთობათა სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;
  • ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; აღწერს და აფასებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
  • თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას, განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციიდან, წესების პოზიციიდან) აირჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტიანს, ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • თავისი კლასის მაგალითზე (საკუთარი და თანაკლასელების ინტერესების გაანალიზების შემდეგ) მსჯელობს ადამიანის პიროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზე; გამოყოფს იმ საერთო ინტერესებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობისთვის;
  • ისტორიული წარსულიდან ან თანამედროვე სინამდვილიდან ირჩევს რომელიმე ქვეყანას და აღწერს მის სოციალურ სტრუქტურას; განიხილავს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას, ურთიერთობასა და თითოეულის როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; ანალიზის შედეგებს აცნობს თანაკლასელებს;
  • მონაწილეობს დისკუსიაში "რატომ არღვევენ ბავშვები კანონს?"; მსჯელობს არასრულწლოვან დამნაშავეთა უფლებებსა და მათი დაცვის საკანონმდებლო გარანტიებზე; წერს თემას “რას ვურჩევდი თანატოლს”;
  • მსჯელობს სხვადასხვა ტიპის (მაგ.: ქურდობა, ნარკოტიკების გავრცელება, მკვლელობა, კორუფცია, დისკრიმინაცია, თაღლითობა, ძალადობა, ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი და სხვა) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებსა და მათი შემცირების გზებზე;
  • მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში "აქვს თუ არა ჩვენს საზოგადოებას კანონიერების კულტურა?"; აფასებს საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი საკუთარ დასახლებაში (ან ქვეყანაში); მსჯელობს მოქალაქეების, საკანონმდებლო და სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთკავშირზე; წერს კლასში გამართული დისკუსიის ოქმს ან ანგარიშს;
  • მონაწილეობს დებატებში "რომელი წესებია უფრო ძლიერი - დაწერილი თუ დაუწერელი?"; საკუთარ პოზიციას ასაბუთებს კონკრეტული მაგალითების (თანამედროვე სინამდვილიდან, მხატვრული ლიტერატურიდან ან ისტორიიდან) განხილვით და შეფასებისას გამოყოფს კრიტერიუმებს, რომლებსაც ის ეყრდნობა;
  • მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები