მოქ.X.4.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი  მომავალი საქმიანობის გეგმა

ინდიკატორები

  • განსაზღვრავს სავარაუდო მოქმედებებს, რომელთა განხორციელებასაც თავად გეგმავს, ახარისხებს მათ მნიშვნელობის მიხედვით.
  • თანაკლასელებთან ერთად ჩამოწერს საერთო სამომავლო მიზნებს, შეუძლია ცხრილის მიხედვით ერთმანეთისგან გამიჯნოს განსახორციელებელი მიზნები ვადების მიხედვით. მსჯელობს მათ რეალურობასა და მიღწევის გზებზე.
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების ანალიზის საფუძველზე ასახელებს საზოგადოებრივი ცხოვრების იმ სფროს, რომელსაც სავარაუდოდ უკავშირებს საკუთარ მომავალ მოღვაწეობას. კლასში გამოავლენს თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც აგროვებს ინფორმაციას ამ სფეროს შესახებ და მისი მიმოხილვის შემდეგ განსაზღვრავს  თავის მომავალ სავარაუდო საქმიანობას.

რესურსები