მოქ.X.10.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს მოქალაქის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობებისკვლევადაგამოყენება

ინდიკატორები

  • დროის ხაზზე აღნიშნავს იმ ეტაპებს, როდესაც მოიპოვა მისთვის მნიშვნელოვანი უფლება და გაუჩნდა განსაკუთრებული მოვალეობა; იმავე ხაზზე აღნიშნავს ეტაპებს, როდესაც მას განსხვავებული (დამატებითი ან გაფართოებული) უფლება-მოვალეობები გაუჩნდება (მაგ.: მართვის, არჩევნებში მონაწილეობის, დაოჯახების, სამხედრო სამსახური და ა.შ.); წერს ესეს "ჩემი უფლებები და მოვალეობები";
  • ირჩევს რომელიმე ბოლოდროინდელ კონფლიქტს (მაგ., საკუთარი გამოცდილებიდან, კლასში მომხდარს, მასმედიის საშუალებით გახმაურებულს ან სხვა) თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს მას, განსაზღვრავს კონფლიქტის რომელ ჯგუფს მიეკუთვნება (ღირებულებითი, ინფორმაციული, ურთიერთდამოკიდებულებითი, ინსტიტუციური, ინტერესთა) გამოყოფს კონფლიქტში მონაწილე მხარეების მოქმედებებს; ჯგუფთან ერთად მსჯელობს მის გამომწვევ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე;
  • მსჯელობს თანატოლებისათვის აქტიურ საკითხებზე (მეგობრობა, მშობელთან ურთიერთობა, პრფესიის არჩევა და ა.შ.);  გამიჯნავს მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა პოზიციის ძლიერ და სუსტ მხარებეს;
  • მონაწილეობს სკოლის განვითარებასთან (მაგ.: სწავლის ხარისხი, ტექნიკური აღჭურვილობა, შემოსავლების ზრდა, მონაწილეობა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში და ა.შ.) დაკავშირებულ საკლასო  დისკუსიაში ან  სკოლის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს განხილვაში, კონკრეტულად გამოთქვამს და იცავს საკუთარ პოზიციას;
  • ირჩევს მისთვის ან რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფისთვის აქტუალურ კონკრეტულ პრობლემას (მაგ.: განათლების მიღება, დასაქმება, ადამიანის უფლების დარღვევა, სამოქალაქო დავა, საგადასახადო კონფლიქტი, სოციალური უსაფრთხოება, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, პოლიტიკური ან რელიგიური დისკრიმინაცია და ა.შ.); მოიპოვებს ინფორმაციას, რომლის ანალიზის საფუძველზე წერს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გეგმას (შესაძლოა რამდენიმე ვარიანტს) მხარეთა უფლებების დაცვისა და კანონიერი მოქმედებების გათვალისწინებით; განსაზღვრავს საკუთარ როლს პრობლემის მოგვარებაში, იკრებს თანამოაზრეებს და მოქმედებს გეგმის შესაბამისად; აფასებს საკუთარი მონაწილეობის ეფექტიანობას და შედეგებს უზიარებს თანაკლასელებს;
  • შეარჩევს რომელიმე კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციას მოქალაქეთა ცხოვრებიდან (სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური); შეისწავლის შექმნილ ვითარებასა და მხარეთა ინტერესებს; თანაკლასელებთან ერთად გაითამაშებს აღნიშნულ სიტუაციას და მისი გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; მსჯელობს ამ გზების ავკარგიანობაზე და მეგობრებთან ერთად სახავს კონფლიქტის სამართლებრივი გადაჭრის გეგმას.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები