მოქ.IX.9.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს საქართველოს  მოქალაქის კონსტიტუციური  უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები

ინდიკატორები

  • აღწერს საქართველოს მოქალაქეობის საფუძვლებსა და პირობებს;
  • ადარებს ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დებულებებს;
  • მსჯელობს საქართველოში მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის გარანტიებზე;
  • ადგენს ასაკობრივ დროის ხაზს, რომელზედაც მიუთითებს საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებებს, მოვალეობებსა და შესაბამის პასუხისმგებლობებს.
  • გამოყოფს საქართველოს  არასრულწლოვანი და სრულწლოვანი მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის განსხვავებსა და მსგავსებებს;
  • აჯგუფებს საკუთარ კანონიერ უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს სამართლებრივი სფეროების მიხედვით (სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და ა.შ.);
  • საქართველოს მოქალაქის უფლება-მოვალეობებს აჯგუფებს მათი განხორციელების პირობების მიხედვით (მაგ.: საკმარისია მოქალაქის ნება, საკმარისია საზოგადოებრივი შეთანხმება, აუცილებელია სახელმწიფოს მოქმედება).

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები