მოქ.IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებისა და პირობების კვლევა

ინდიკატორები

  • თანაკლასელებთან ერთად, საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე, შეარჩევს და გაითამაშებს რომელიმე კონფლიქტურ სიტუაციას; განიხილავს მისი მოგვარების შესაძლო გზებს (მაგ.: ინტერესების პოზიციდან – მოლაპარაკებით, წესების პოზიციიდან – სასამართლოთი თუ სხვა); არჩევს მოცემული შემთხვევისათვის ყველაზე ეფექტურს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • თანაკლასელებთან ერთად ქმნის მშვიდობიანი გარემოსთვის საჭირო ყოველდღიური ქცევის სახელმძღვანელო დოკუმენტს (მაგ.: ბუკლეტი, პლაკატი, სამახსოვრო) და წარუდგენს სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს;
  • ადარებს მშობლიურ მხარეში გავრცელებულ ტრადიციულ და თანამედროვე ეკონომიკურ საქმიანობებს სარფიანობის მიხედვით; მსჯელობს ეკონომიკური საქმიანობის სფეროს შეცვლის გამომწვევ მიზეზებზე;
  • აკავშირების საზოგადოებაში სამართლიანობის პირობებს მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძვლებთან;
  • საკუთარი სკოლის, დასახლების ან ქვეყნის მაგალითზე ჩამოთვლის საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად, მისი აზრით, მნიშვნელოვანია უმრავლესობის აზრის გამოვლენა (მაგ.: პლებისციტი, რეფერენდუმი, გამოკითხვა, არჩევნები და ა.შ.);
  • მსჯელობს, არის თუ არა მის კლასში დემოკრატიული გარემო (მაგ.: არის თუ არა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის ატმოსფერო, შეუძლია თუ არა ნებისმიერ მოსწავლეს თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი დისკუსიებისა და განხილვის დროს);
  • განიხილავს საქართველოს მოსახლების მრავალფეროვნებას, როგორც საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის საფუძველს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები