მოქ.IX.7.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  ერთმანეთთან  დააკავშიროს საქართველოს  მრავალფეროვნების  ძირითად მახასიათებლები

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საზოგადოების მრავალფეროვნების დამახასიათებელ ნიშნებს, რომლებიც ვრცელდება საქართველოს მოსახლებაზე;
  • საკუთარი სკოლის ან დასახლების მაგალითზე, ადგენს საზოგადოების მრავალფეროვნების დიაგრამას;
  • აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანური ღირსების, თანასწორობისა და საზოგადოების მრავალფეროვნების ნიშნებს;
  • მსჯელობს საქართველოს მოსახლეობაში უმრავლესობისა და უმცირესობის გამოყოფის პრინციპებზე სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ. ეთნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური და სხვ.);
  • საქართველოს მოსახლეობის მაგალითზე წარმოადგენს იმ ჯგუფებს, რომლებიც გაერთიანებულია მარავალფეროვნების რამდენიმე ნიშნის მიხედვით (მაგ.: ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური ან სოციალური, სქესობრივი და ასაკობრივი);
  • ირჩევს საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს, ახასიათებს მის მოსახლეობას მრავალფეროვნების ნიშნების მიხედვით და ასახელებს არსებული მრავალფეროვნების ისტორიულ-გეოგრაფიულ მიზეზებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები