მოქ.IX.5.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღი  წესს

ინდიკატორები

  • განასხვავებს ჯანსაღ და არაჯანსაღ საკვებს, მსჯელობს ჯანსაღი საკვების მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარებისათვის;
  • მსჯელობს და ასაბუთებს დაბალანსებული დღის რეჟიმის (სწავლა-დასვენების), მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის და საზოგადოების კეთილდღეობისათვის;
  • აღწერს თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს და ასაბუთებს მათ მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე;
  • განმარტავს, თუ რას ნიშნავს ალკოჰოლის ავადმოხმარება, მსჯელობს შესაბამის რისკებზე და ასაბუთებს ალკოჰოლის მავნე გავლენას ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობაზე;
  • განმარტავს, თუ რას ნიშნავს არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მსჯელობს სხვადასხვა  ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებულ საერთო და სპეციფიკურ რისკებზე;
  • იცავს ჯანსაღი ცხოვრების  ელემენტარულ პრევენციულ წესებს თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისა და აზარტულ თამაშებში მონაწილების გამორიცხვით/შეზღუდვით; 
  • იცავს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სასკოლო წესებსა და კანონის მოთხოვნებს;
  • მსჯელობს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ადამიანის/საზოგადოების კეთილდღეობისათვის; აღწერს, თუ რა სახის ქმედებები უქმნის საფრთხეს ჯანსაღ გარემოს; აღწერს იმას, თუ რა სახის ქმედებებს შეაქვთ წვლილი გარემოს დაცვაში;
  • თანამშრომლობს თანატოლებთან მათი საჭიროებების, ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით;
  • წერს თხზულებას სოციალური დაავადებების (მაგ.: ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, შიდსი, ტუბერკულოზი და ა.შ.) მქონე ადამიანებისადმი  საზოგადოების დანარჩენ წევრთა დამოკიდებულების შესახებ, სადაც ასაბუთებს საკუთარ პოზიციას მის მიერ აღწერილი ურთიერთობის სამართლიანობის შესახებ.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები