მოქ.IX.4.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია შეადგინოს საკუთარი მომავალი საქმიანობის გეგმა

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის საკუთარ მიზნებს (მაგ.: ვიყო განათლებული, მდიდარი, ჯანმრთელი, ლამაზი, უსაქმური, ვიცხოვრო უსაფრთხოდ და ა.შ.), რომლებიც კარიერასთან არის დაკავშირებული; მსჯელობს მათ რეალურობასა და მიღწევის გზებზე; მიზნების განხორციელების გზებს აკავშირებს შესაბამის მოვალეობებთან;
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და მიზნების ანალიზის საფუძველზე ასახელებს საქმიანობის იმ სფეროს, რომელსაც სავარაუდოდ უკავშირებს საკუთარ მომავალ მოღვაწეობას;
  • კლასში გამოავლენს თანამოაზრეებს, რომლებთან ერთადაც აგროვებს ინფორმაციას მომავალი  პროფესიის შესახებ და მისი მიმოხილვის შემდეგ აკეთებს განაცხადს მინი-პროექტისთვის "ჩემი მომავალი პროფესია";
  • მასწავლებლის დახმარებით, თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად სახავს იმ გზებს, რომლებიც დაეხმარება მას პროფესიის არჩევანის გაკეთებაში, რაც გულისხმობს: ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის ეტაპებს, ვადებს, გამოსაყენებლი მეთოდების (მაგ.: გამოკითხვა, ინტერვიუ, ადგილზე გაცნობა და ა.შ.) განსაზღვრას;
  • მასწავლებელთან და თანამოაზრე თანაკლასელთა ჯგუფთან  ერთად განიხილავს საშუალო საფეხურზე შესასწავლ არჩევით საგნებს, თანამშრომლობს შესაბამის პედაგოგებთან და არკვევს მათ მნიშვნელობებს. გამოყოფს იმ საგნებს, რომლებიც დაეხმარება დასახული პროფესიის  დაუფლებაში;
  • საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნებიდან გამოყოფს მისთვის საინტერსო და საჭირო საგნებს; ასაბუთებს საკუთარ არჩევანს;
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და მისწრაფებების ანალიზის საფუძველზე წერს თხზულებას "როგორ მესახება ჩემი მომავალი კარიერა" (დასახული მიზნები და მათი მიღწევის გზები, სასურველი და გარდაუვალი მოვლენები, მისი ჩანაფიქრის შესაბამისობა საზოგადოებრივ ინტერესებთან); თხზულებას წარუდგენს თანაკლასელებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები