მოქ.IX.3.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს პროფესიონალიზმის მნიშვნელობა პიროვნების განვითარებისათვის

ინდიკატორები

  • მონაწილეობს მცირე ჯგუფში ადამიანის მოთხოვნილებათა ზრდის შესახებ სხვადასხვა თეორიის განიხილვაში. კლასს აცნობს ჯგუფის მიერ დასახელებულ და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებულ ადამიანის მოთხოვნილებათა ჩამონათვალს; ასაბუთებს ჯგუფის შეთანხმებულ პოზიციას;
  • ჩამოთვლის, მისი აზრით, რამდენიმე წარმატებულ თვალსაჩინო ადამიანს, განიხილავს მათი წარმატების პიროვნულ მიზეზებს და გამოყოფს მათგან პროფესიულს;
  • ჩამოთვლის ადამიანის პროფესიონალიზმის მახასიათებლებს და უკავშირებს ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს;
  • პროფესიონალიზმის მახასიათებლებს აჯგუფებს პიროვნული თვისებებისა და გარე ფაქტორების მიხედვით;
  • აჯგუფებს ადამიანის პროფესიონალიზმის პიროვნულ მახასიათებლებს ცოდნის, უნარისა და შრომისადმი დამოკიდებულების მიხედვით;
  • ასაბუთებს პასუხისმგებლობის გრძნობის კავშირსა და მნიშვნელობას პროფესიონალიზმისათვის;
  • მსჯელობს, რა გავლენას ახდენს ადამიანის პროფესიონალიზმი მის მდგომარეობასა და აღიარებაზე საზოგადოებაში.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები