მოქ.IX.2.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა საზოგადოებაში

ინდიკატორები

  • ზნეობას, ზრდილობასა და დისციპლინას უკავშირებს ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობას, აანალიზებს მათ როლსა და მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისათვის/ქმედუნარიანობისათვის;
  • აანალიზებს საზოგადოებაში მოქცევის მოტივებს (მაგ. სასჯელის შიში, ჯილდო/სარგებელი, სხვათა მოწონება/კონფორმიზმი, კანონმორჩილება, სინდისის კარნახი და ა.შ.);
  • განასხვავებს მორალურ არჩევანსა და ქცევას საზოგადოებრივი ზეწოლით განხორციელებული არჩევანისა და ქცევისაგან;
  • მსჯელობს ოჯახზე, როგორც საზოგადოების ძირითად ღირებულებასა და ადამიანის ძირითად გარემოზე. გამოკვეთს ოჯახის სტრუქტურას და ფუნქციურ როლებს მასში. აანალიზებს ოჯახში პასუხისმგებლობების განაწილების საკითხს და მსჯელობს საკუთარ პასუხისმგებლობაზე;
  • აღწერს საკუთარ როლს, ფუნქციებს, უფლებებს, მოვალეობებსა და ვალდებულებებს, როგორც კლასისა და სკოლის თემის წევრი;
  • საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად, გააზრებულად და აქტიურად მონაწილეობს კლასისა და სკოლის ცხოვრებაში (მაგ.: სასკოლო კონკურსებსა და კონფერენციებში, კლასისა თუ სკოლის მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის საქმიანობაში, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაში, სასკოლო გუნდებში ან მათ მხარდამჭერთა კლუბებში და ა.შ.);
  • იცავს კლასში, სკოლასა და საზოგადოებაში არსებულ საერთო წესებს და ასაბუთებს საზოგადოებრივი ნორმების პატივისცემის მნიშვნელობას;
  • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები