მოქ.IX.10.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საქართველოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა
ინდიკატორები
- მსჯელობს განხსვავებებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის;
- თანაკლასელებთან ერთად აჯგუფებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო) და განასხვავებს მათ ფუნქციებს;
- ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფო ორგანოს და უკავშირებს მას ხელისუფლების შესაბამის შტოს; განიხილავს ამ ორგანოს ფუნქციებს და მის კავშირს ხელისუფლების სხვა ორგანოებთან;
- ადგენს საკუთარ დასახლებაში გადასაჭრელ საკითხთა ნუსხას და შესაბამისად ასახელებს ხელისუფლების იმ წარმომადგენელს, რომელთანაც უნდა მოხდეს პირველი მიმართვა; ასაბუთებს საკუთარ დასკვნას (შტოსა და დონის/ინსტანციის მიხედვით);
- თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს (მაგ.: გამგეობა/მერია, პარლამენტი, სასამართლო, სამინისტრო და ა.შ.) და მონაწილეობს შესაბამის სიმულაციურ თამაშში ”სამსახურის ერთი დღე”;
- განიხილავს ხელისუფლების ერთ-ერთი ორგანოს (მაგ.: პარლამენტი, პრეზიდენტი, ქალაქის მერი, თვითმმართველობის ორგანო, მოსამართლე და ა.შ.) არჩევის წესებს; ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნის მაგალითს; გამოყოფს, მისი აზრით, მათ შორის უფრო სამართლიან წესებს;
- თანაკლასელების ჯგუფთან ერთად მოიძიებს ინფორმაციას რომელიმე არჩევითი თანამდებობის ან ორგანოს (მაგ.: სკოლის დირექტორი, დეპუტატი, მერი ან სხვა) შესახებ და სიმულაციურ არჩევნებში ასრულებს მისთვის განკუთვნილ როლს (მაგ: ამომრჩეველი, კანდიდატი, მხარდამჭერი, დამკვირვებელი, ჟურნალისტი, სამართალდამცავი ან სხვა); ერთმანეთს ადარებს ნავარაუდებ და მიღებულ შედეგებს, რის საფუძველზეც თანაკლასელებთან ერთად აფასებს თითოეული მონაწილის როლს/ფუნქციას;
- ჩამოთვლის სახელმწიფოს დემოკრატიულობის პრინციპებს (მაგ.: ხელისუფლების დანაწილება და წარმომადგელობითიბა, მრავალპარტიულობა, სიტყვის თავისუფლება და ა.შ.) და თითოეულის მიხედვით ახასიათებს საქართველოს სახელმწიფოს მმართველობას; ადარებს რომელიმე სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოს; ანალიზის საფუძველზე აკეთებს დასკვნას, თუ რომელი მმართველობაა უფრო დემოკრატიული.
რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები