მოქ.IX.1.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი  პიროვნული  თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები

ინდიკატორები

  • ჩამოთვლის, რა სჭირდება ადამიანს არსებობისთვის და შეუსაბამებს მათ საკუთარ სურვილებს; ჩამოთვლის ადამიანის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზებს;
  • ჩამოთვლის ადამიანის გრძნობებს, ემოციებს, თვისებებს და აჯგუფებს მათ დადებით-უარყოფით  თვალსაზრისით;
  • განასხვავებს ადამიანის თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში სრულფასოვანი ცხოვრებისთვის;
  • ირჩევს მისთვის მისაღებ პიროვნულ თვისებებს და სახავს საკუთარი თავისათვის მათი განვითარების გზებს;
  • მართავს საკუთარ ძლიერ გრძნობებს (მაგ.: აღტაცების, სტრესის, აპათიის, აგრესიის და ა.შ.);
  • განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან მისი შელახვისა და დაცვის შესახებ;
  • დისკუსიის დროს ავლენს ადამიანის ღირსების პატივისცემას (მაგ.: მის საწინაღმდეგო მოსაზრებას ბოლომდე ჩუმად, აუღელვებლად უსმენს; საკუთარ პოზიციას იცავს ან სხვის მოსაზრებას ეწინააღმდეგება პირად თვისებებზე საუბრის გარეშე და.შ.);
  • თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ; გადმოსცემს საკუთარ განცდებს (მაგ.: როდის გრძნობს, რომ სხვებზე არც უკეთესია და არც უარესი, როდის გრძნობს, რომ ღირსეულად იქცევა);
  • მსჯელობს იმპულსურ ქცევასა (”მინდა”) და ნებელობით ქცევას (”საჭიროა”) შორის განსხვავებაზე, მოჰყავს კონკრეტული მაგალითები და აკეთებს დასაბუთებულ არჩევანს მათ შორის. განიხილავს შემთხვევებს, როდესაც პიროვნება იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ საქციელზე და როდესაც ის ასე არ იქცევა, არგუმენტირებულად მხარს უჭერს რომელიმე მათგანს;
  • აფასებს ღირებულებებზე დაფუძნებული პიროვნული არჩევანის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისათვის.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები