მოქ. X 8.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია  საქართველოს  მდგრადი განვითარების შესაძლებლობების კვლევა

ინდიკატორები

  • საკუთარი დასახლების მაგალითზე ჩამოთვლის ადამიანის სხვადასხვა საქმიანობას, რომლებიც შემოსავლის მისაღებად ხორციელდება და აჯგუფებს მათ საქონლის წარმოებისა თუ მომსახურების მიხედვით; თითოეულ საქმიანობას შეუსაბამებს გამოყენებული რესურსების ტიპებს (მაგ.: ბუნებრივი, ადამიანური, კაპიტალური);
  • თანაკლასელთა ჯგუფთან ერთად შეარჩევს და ჩამოწერს რამდენიმე კანონსა და საკონსტიტუციო დებულებას, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხო ცხოვრების პირობებს საზოგადოებისთვის (მაგ.: სკოლა, ოჯახი, უბანი, ქალაქი და ა.შ.); მონაწილეობს დისკუსიაში კანონის უზენაესობის აუცილებლობისა და კანონიერების უზრუნველყოფის შესახებ;
  • მოიპოვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადამიანის ე.წ. ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ; მხატვრული ლიტერატურის ან ისტორიული წყაროების მაგალითზე აღწერს ისეთი საზოგადოების მოდელს, სადაც "ადამიანი ადამიანისთვის მგელია" და ადარებს რომელიმე ბიოსოციუმის ცხოვრების წესს; ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავს და ასაბუთებს რომელიმე საზოგადოებაში (მაგ.: სკოლა, სამეზობლო, სოფელი, საწარმო, ქვეყანა და ა.შ.) თანხმობის მიღწევის პირობებს;
  • მონაწილეობს დებატებში "რომელი წესებია უფრო ძლიერი - დაწერილი თუ დაუწერელი?"; საკუთარ პოზიციას ასაბუთებს კონკრეტული მაგალითების (თანამედროვე სინამდვილიდან, მხატვრული ლიტერატურიდან ან ისტორიიდან) განხილვით და შეფასებისას გამოყოფს კრიტერიუმებს, რომლებსაც ის ეყრდნობა;
  • მსჯელობს, როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის თავისუფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას;
  • მსჯელობს სხვადასხვა სოციალური გარემოს (მაგ.: სამეგობრო, სამეზობლო, პროფესიული და საზოგადოებრივი გაერთიანებები) ჩამოყალიბებისა და მდგრადობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე (მაგ.: საერთო ღირებულებები, ინტერესები, თვისებები, პირობები, მისწრაფებები და ა.შ.); მსჯელობს იმ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც დამახასიათებელია საქართველოსთვის; ავლებს პარალელებს სხვა ქვეყნებთან.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები