მოქ. IX 6.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებრივი უსაფრთხოების  ძირითადი პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა

ინდიკატორები

  • ადამიანის რომელიმე მოთხოვნილებას შეუსაბამებს ადამიანის გარკვეულ უფლებას (მაგ.: კვება _ სიცოცხლის, შრომის და სხვა უფლებები; ურთიერთობა _ სიცოცხლის, სიტყვის, შრომის, უსაფრთხო გარემოს და სხვა უფლებები და ა.შ.) და ასაბუთებს საკუთარი პასუხის მართებულობას;
  • მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (ოჯახი, სამეზობლო, კლასი, სკოლა, სამეგობრო, დასახლება) გამოყოფს იმ ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის. მოჰყავს მაგალითები მხატვრული ლიტერატურიდან და ისტორიიდან;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ადგენს კლასის ან სკოლის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ნივთების თუ სამუშაოების სიას, რომლიდანაც ირჩევს რამდენიმეს, რომლის შეძენა ან განხორციელება ჯგუფს სხვების დაუხმარებლად შეუძლია; უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ არჩევანს და ასაბუთებს მას არსებული შეზღუდვებისა და ალტერნატივების განხილვით;
  • მსჯელობს არაძალადობრივ ურთიერთობებზე, როგორც ფსიქიკური სიჯანსაღის მაჩვენებელზე;
  • გამოხატავს სოლიდარობასა და თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ძალადობის საფრთხე ემუქრება;
  • მონაწილეობს საკლასო დისკუსიაში "რა მოხდებოდა ყველას რომ ჰქონდეს მხოლოდ უფლება და არ გააჩნდეს მოვალეობა? საჭიროა თუ არა პასუხისმგებლობა და რისთვის?";
  • ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებას, რაც მოსდევს არაკანონიერ მოქმედებას;
  • წერს თხზულებას "რაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა?", სადაც სხვადსხვა საგნიდან (მაგ.: ისტორია, გეოგრაფია, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ა.შ.) მიღებული ინფორმაციისა და სტატისტიკური ანალიზის მეთოდების გამოყენებით ასაბუთებს საკუთარ პოზიციას;
  • აანალიზებს ადამიანის უფლებებს, როგორც ქცევის სტანდარტების შემუშავებისა და შეთანხმების საფუძველს სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებაში (მაგ.: ოჯახი, სკოლა, სპორტული კლუბი, თემი, ქვეყანა და ა.შ.);
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად, საკუთარ დასახლებაში იკვლევს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას; განიხილავს შესაბამის სტატისკურ მონაცემებს საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისა და მსოფლიოსთვის; ანალიზის საფუძველზე ასახელებს ეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საკუთარ დასახლებაში;
  • ჩამოთვლის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმსაზღვრელ ფაქტორებს შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში; აყალიბებს მებრძოლი მხარეების ვალდებულებებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები