მათ.X.4.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

ინდიკატორები

  • ასაბუთებს დებულებას რიცხვების თვისებების ან რიცხვითი კანონზომიერებების შესახებ; შესაბამის შემთხვევაში ახდენს ჰიპოთეზის უარყოფას კონტრმაგალითით;
  • მსჯელობის ნიმუშებში ამოიცნობს დედუქციას, განზოგადებას და ანალოგიას;  იყენებს მათ მთელ რიცხვებს შორის დამოკიდებულებების დასადგენად (მაგალითად,  რომელი ციფრი დგას რიცხვის 23455 ერთეულების თანრიგში?);
  • ამოცანების ამოხსნისას იყენებს რიცხვით სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს (მაგალითად, ვენის დიაგრამებს);
  • იყენებს “საწინააღმდეგოს დაშვების” მეთოდს რიცხვების შესახებ მარტივი დებულებების დამტკიცებისას.

რესურსები