მათ.VI.4.

VI კლასი

მოსწავლეს შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით

ინდიკატორები

  • იყენებს პოზიციური სისტემის შესახებ ცოდნას, ამოწურვის და გამორიცხვის ხერხებს და ნაშთით გაყოფას ამოცანების ამოხსნისას (მაგალითად, ამოცანები ვარიანტების დათვლაზე;  წერითი ალგორითმის გამოყენებით   შესრულებული გამრავლების  ნიმუშში გამოტოვებული ციფრების ჩასმა  და პასუხის დასაბუთება;  დადგენა, თუ  რამდენი წელია მაგალითად 1200 დღე  ნაკიანი წლების გათვალისწინებით);
  • სწორად იყენებს ტერმინებს \\\\\\\\\\\\\\\"ყველა\\\\\\\\\\\\\\\", \\\\\\\\\\\\\\\"ყოველი\\\\\\\\\\\\\\\", \\\\\\\\\\\\\\\"თითოეული\\\\\\\\\\\\\\\", ზოგიერთი\\\\\\\\\\\\\\\", \\\\\\\\\\\\\\\"ერთ-ერთი\\\\\\\\\\\\\\\", \\\\\\\\\\\\\\\"არცერთი\\\\\\\\\\\\\\\", \\\\\\\\\\\\\\\"ერთადერთი\\\\\\\\\\\\\\\" რიცხვების თვისებების ან რიცხვთა ერთობლიობებს შორის მიმართებების დადგენისას;
  • იყნებს ზოგადი-კერძო ტიპის მიმართებებს და მსჯელობს რიცხვითი თვისებების/რიცხვითი კანონზომიერების შესახებ მოცემული გამონათქვამის მართებულების შესახებ;
  • გამოთვლებზე ამოცანის ამოხსნისას მსჯელობს რა უფრო მიზანშეწონილია არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა.

რესურსები