მათ.V.9.

V კლასი

მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება

ინდიკატორები

  • დაფარავს ფიგურას ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით და ასახელებს დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიან რაოდენობას;
  • ფიგურათა ურთიერთშეთავსებით ადარებს ან აფასებს ფიგურების ფართობებს. (მაგალითად, როდესაც ერთი ფიგურა თავსდება მეორეში, მაშინ მისი ფართობი უფრო ნაკლებია);
  • იყენებს ფართობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.

რესურსები