მათ. VIII.1.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია პოზიციური სისტემის და რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმის გამოყენება

ინდიკატორები

  • მოცემული სიზუსტით ამრგვალებს მთელ რიცხვებსა და ათწილადებს,  განასხვავებს პერიოდული ათწილადის შემოკლებით ჩაწერას დამრგვალებისგან. (მაგალითად, “დაამრგვალე მეასედის სიზუსტით და შეადარე 0.7(6) და 0.767”);
  • პოზიციური სისტემის გამოყენებით ასაბუთებს გაყოფადობის ნიშნებს; (ერთნიშნა) რიცხვის თანმიმდევრული ხარისხების განხილვისას მსჯელობს ერთეულების თანრიგებში მდგომ ციფრთა პერიოდული განმეორების შესახებ (მაგალითად “რომელი ციფრი იქნება ერთეულების თანრიგში, თუ პოზიციური სისტემით ჩავწერთ 2  ხარისხად 11-ს?”);
  • წერს რიცხვებს სტანდარტული ფორმით და პირიქით, სტანდარტული ფორმით  მოცემულ რიცხვს წერს პოზიციური სისტემის გამოყენებით; ადარებს რიცხვის ჩაწერის სხვადასხვა ფორმებს (მაგალითად, რა უპირატესობა აქვს სტანდარტულ ფორმას  რიცხვებზე მოქმედებების შესრულებისას).

რესურსები