მათ. II.4.

II კლასი

მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში

ინდიკატორები

  • ირჩევს ხერხს (მაგალითად, ელემენტთა ურთიერთცალსახა  შესაბამისობა _ დაწყვილება), აფასებს ("დაახლებით ტოლია", "დაახლოებით ნახევარია/ორმაგია") და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში;  განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");
  • ერთგვაროვან საგანთა ორი/სამი გროვიდან ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;
  • ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს, ან ხუთეულს;  განმარტავს პასუხს.

რესურსები