მათ. გაძ. XI.5

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული, ალგებრული მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება ფუნქციის/ფუნქციათა ოჯახის თვისებების შესასწავლად.

ინდიკატორები

  • იყენებს ფუნქციის გრაფიკის გეომეტრიულ ნიშნებს (საკოორდინატო ღერძის პარალელური წრფის მიმართ სიმეტრიულობა, კოორდინატთა სათავის მიმართ ცენტრულად სიმეტრიულობა, პარალელური გადატანის მიმართ სიმეტრიულობა);
  • იყენებს შესაფერის გრაფიკულ, ალგებრულ და ანალიზურ (მაგალითად,  ფუნქციის წარმოებულს) მეთოდებს და ტექნოლოგიებს ფუნქციის ისეთი თვისებების დასადგენად, როგორიცაა: ზრდადობა/კლებადობა, ნიშანმუდმივობა, პერიოდულობა/პერიოდი, ფესვები, ექსტრემუმები, ფუნქციის ზღვარი. ფუნქციის უწყვეტობა, ასიმპტოტები;
  • დაადგენს და აღწერს თუ რა გავლენას ახდენს ფუნქციის პარამეტრების ცვლილება ფუნქციის თვისებებზე;
  • აღწერს და ადარებს ფუნქციათა სხვადასხვა ოჯახებს ისეთი თვისებების მიხედვით, როგორიცაა მათი გრაფიკის ფორმა, ფესვების/ ექსტრემუმების შესაძლო რაოდენობა, განსაზღვრის არე, მნიშვნელობათა სიმრავლე, ასიმპტოტები;
  • აკავშირებს ფუნქციის ინტეგრალს და მრუდწირული ფიგურის ფართობს ერთმანეთთან.

რესურსები