მათ. გაძ. X.3.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხების გამოყენება.

ინდიკატორები

  • იყენებს საწინააღმდეგოს დაშვების მეთოდს ამოცანების ამოხსნისას ან რიცხვების შესახებ მარტივი დებულებების დამტკიცებისას;
  • ეილერის დიაგრამით გამოსახავს რიცხვების თვისებების ან რიცხვითი კანონზომიერებების შესახებ გამონათქვამებს შორის ზოგადი-კერძო ტიპის მიმართებებს, იყენებს ამ ხერხს გამოთქმული არგუმენტების მართებულობის შემოწმებისას;
  • რაოდენობრივი მსჯელობის ნიმუშზე ახდენს მსჯელობის ხაზის და დასკვნითი ნაწილის ანალიზს, აღნიშნავს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს (მაგალითად, მოცემული საბუთებიდან რომელი შემატებდა მსჯელობას მეტ დამაჯერებლობას / ან ყველაზე უფრო რომელი დააყენებდა მას ეჭვქვშ?).

რესურსები