მათ. გაძ. X.14.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია სტატისტიკური და ალბათური ცნებებისა და პროცედურების გამოყენება ყოველდღიურ ვითარებაში.

ინდიკატორები

  • განიხილავს იმ სტატისტიკურ ვითარებებს, რომელთა გამოცდილებაც გააჩნია (მაგალითად,  მოსახლეობის აღწერა, არჩევნები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა), იყენებს გამოქვეყნებულ ფაქტებს/მონაცემებს და მსჯელობს მოცემული პრობლემის შესახებ (მაგალითად,  ეკოლოგიური საკითხების შესახებ) ;
  • მსჯელობს ალბათური მოდელების გამოყენების შესახებ დაზღვევაში, სოციოლოგიურ კვლევებში, დემოგრაფიაში ;
  • მოჰყავს ალბათურ-სტატისტიკური მოდელების გამოყენების მაგალითები ბუნებისმეტყველებაში და მედიცინაში (მაგალითად,  მიკრო და მაკრო ნაწილაკების ფიზიკა, გენეტიკა), ხსნის მოვლენებს შემთხვევითობის მექანიზმის მოქმედების საშუალებით.

რესურსები