მათ. გაძ. VIII.1.

VIII კლასი

მოსწავლეს შეუძლია პოზიციური სიტემის და რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმის გამოყენება.

ინდიკატორები

  • განასხვავებს რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს, როგორც პერიოდულ და არაპერიოდულ ათწილადებს და მოყავს ირაციონალური რიცხვის მაგალითები;
  • მოცემული სიზუსტით ამრგვალებს მთელ რიცხვებსა და ათწილადებს,  განასხვავებს პერიოდული ათწილადის შემოკლებით ჩაწერას დამრგვალებისგან;
  • პოზიციური სისტემის გამოყენებით ასაბუთებს გაყოფადობის ნიშნებს; რიცხვის თანმიმდევრული ხარისხების განხილვისას მსჯელობს ერთეულების თანრიგებში მდგომ ციფრთა პერიოდული განმეორების შესახებ;
  • აღნიშნავს ნაშთის პერიოდულობას ერთნიშნა რიცხვზე ნატურალური რიცხვების თანმიმდევრულად გაყოფისას; განმარტავს კანონზომიერებას;
  • განმარტავს მთელმაჩვენებლიან ხარისხს და ახდენს  მისი თვისებების დემონსტრირებას;
  • წერს რიცხვებს სტანდარტული ფორმით და პირიქით, სტანდარტული ფორმით  მოცემულ რიცხვს წერს პოზიციური სისტემის გამოყენებით; ადარებს რიცხვის ჩაწერის სხვადასხვა ფორმებს.

რესურსები