მათ. გაძ. IX.8.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემის მოდელირებისა და ანალიზისთვის.

ინდიკატორები

  • იყენებს ხისებრ დიაგრამებს ან/და გრაფებს ვარიანტების დასათვლელად, გეგმის/განრიგის შესადგენად, ოპტიმიზაციის სასრული ამოცანების ამოსახსნელად (ალგორითმების გარეშე) (მაგალითად, ორ ობიექტს შორის მცირესი მანძილის მოძებნა);
  • რეალური პროცესების დისკრეტული მოდელებით აღწერისას იყენებს რეკურსიას; განავრცობს რეკურენტული წესით მოცემულ მიმდევრობას;
  • ადეკვატურად იყენებს სიმრავლურ ტერმინებს და ცნებებს (მაგალითად, ფუნქციის განსაზღვრის არე და მნიშვნელობათა სიმრავლე), ოპერაციებს სასრულ სიმრავლეებზე (თანაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება) და ვენის დიაგრამებს, მათ შორის რეალური ვითარების მოდელირებისას ან აღწერისას.

რესურსები