მათ. გაძ. IX.7.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება მოდელირების საშუალებით პრობლემის გადაჭრისას.
ინდიკატორები
- ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან განტოლებათა სისტემას, რომელშიც ერთი განტოლება წრფივია, ხოლო მეორის ხარისხი არ აღემატება ორს; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
- ირჩევს ხერხს (მაგალითად, ჩასმის, შეკრების) განტოლებათა/უტოლობათა სისტემის (უცნობებისა და განტოლებების/უტოლობების რაოდენობა არ აღემატება 2-ს) ამოსახსნელად, გრაფიკულად გამოსახავს ამონახსნს და ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას;
- წრფივი უტოლობის ან/და ორი წრფივი უტოლობის შემცველი სისტემის საშუალებით გამოსახავს ამოცანის პირობაში მოცემულ შეზღუდვებს.