მათ. გაძ. IX.2.

IX კლასი

მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა პოზიციური სისტემების, ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეების ერთმანეთთან დაკავშირება.

ინდიკატორები

  • ადარებს სხვადასხვა პოზიციურ სისტემებს ერთმანეთს; მსჯელობს თითოეულის უპირატესობაზე რიცხვების ჩაწერისას;
  • მოყავს ინფორმაციის ციფრული კოდირების/ტექნოლოგიების  მაგალითები; აკავშირებს რიცხვის სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში ჩაწერას ერთმანეთთან;
  • აკავშირებს ნამდვილ რიცხვთა ქვესიმრავლეებს ერთმანეთთან სიმრავლეთა თეორიის ენის გამოყენებით (ქვესიმრავლე, სიმრავლეთა თანაკვეთა, გაერთიანება, სხვაობა, დამატება; ამ მიმართებების ვენის დიაგრამის გამოყენებით გამოსახვა);
  • სხვადასხვა ფორმით წერს ნამდვილ რიცხვებს (მაგალითად, პერიოდულ ათწილადს ჩაწერს წილადის სახით); ადარებს და ალაგებს სხვადასხვა ფორმით ჩაწერილ ნამდვილ რიცხვებს (ათწილადი, წილადი; ერთი და იგივე მთელის ნაწილი და  პროცენტი; რიცხვის სტანდარტული ფორმა, ათობითი და ორობითი პოზიციური სისტემა; რიცხვის ხარისხი და ირაციონალური გამოსახულება).

რესურსები